დღეს, 5 სექტემბერს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, შეწყალების კომისიის თავჯდომარეს, პოლიტიკოსს ელენე თევდორაძეს 72 წელი უსრულდება.
ელენე თევდორაძე ქართულ პოლიტიკაში 1995 წელს გამოჩნდა, როდესაც იგი თბილისის 64-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე, მოქლაქეთა კავშირის პარტიული სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
თევდორაძეს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნაში ადამიანის უფლებების დაცვისა და პენიტენციალური სისტემის სრულყოფის საქმეში.
იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული პოლიტიკოსი, რომელმაც მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირების კუთხით.
ელენე თევდორაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლეთ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტი გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის. არის გერმანულისა და ინგლისურის მასწავლებელი.
სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა რუსთავის მე-12 საშუალო სკოლის პედაგოგად, რუსთავის კომკავშირის მდივანად, სხვადასხვა სკოლებში დირექტორის მოადგილედ და დირექტორად, განათლების სამინიტროში. 1995 წლიდან 2004 წლებში იყო საქართველოს პარლამეტის წევრი.