დღეს, 5 სექტემბერს, 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკ "ბომბორაში" გიგანტური ბორბალი ოფიციალურად გაიხსნება. მთაწმინდის მენეჯმენტის ინფორმაციით, გიგანტური ბორბალის ტექნიკური გამართულობა შემოწმებულია კომპეტენტური დამოუკიდებელი, როგორც ქართველი ასევე მსოფლიოში აკრედიტებული კომპანიის (TUV NORD) ექსპერტების მიერ. გიგანტური ბორბალი შეესაბამება გერმანულ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოში უმკაცრესია.
"გიგანტური ბორბალი" 62 მეტრის სიმაღლისაა და 44 დახურული კაბინისგან შედგება, თითოეულში გათბობა-კონდიცირების სისტემებითა და მონიტორებია დამონტაჟებული.
"გიგანტური ბორბლის" ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ჯაზბენდი, მთაწმინდის პარკის ზღაპრის გმირები, ცირკი "შაპიტოს" დასი, პანტომიმის თეატრის მსახიობები.
ღონისძიების პარტნიორები არიან "თოლია", "კოკა კოლა", კაფე "კოსტა რიკა", "თელიანი ველი", ღაკეენ დეველოპმენტ.
"გიგანტური ბორბლის" გახსნის საღამო 21:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.