სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახების შვილები აჭარაში დაისვენებენ. ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის.
კერძოდ, ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახების შვილები კვარიათში სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ.
"ფოცხო-ეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ მოვიძიე გარკვეული რესურსები და ფოცხო-ეწერიდან 10 ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე კვარიათში დაისვენებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ მარტვილის რაიონში სტუმრობისას.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ბავშვებს სხვა კომპაქტური ჩასახლებებიდანაც შეარჩევენ და 5 სექტემბერს აჭარაში სულ 25 ბავშვი გაემგზავრება.
გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს 30 აგვისტოს ეწვია და წალენჯიხის, ფოცხო-ეწერის, მარტვილისა და ჩხოროწყუს კომპაქტური ჩასახლებები მოინახულა. აქვე დევნილებს უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ და უფასოდ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარებები გადაეცათ.
ბავშვები ხვალ ვაჟა - ფშაველას #16 დან დილით 10 საათზე გაემგზავრებიან და მათ აფხაზეთის მტავრობის წევრები გააცილებენ.