ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, "კალა ფონდის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი კახი კალაძე თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "კაკა ფონდიდან " აცნობეს, კახი კალაძე საავადმყოფოში მყოფ 20-მდე ბავშვს 500-500 ლარის ოდენობით დახმარებას და საჩუქრებს გადასცემს.
გონდის წარმომადგენელთა განცხადებით, აქცია ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და კახი კალაძე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს დახმარებას მომავალშიც გაუწევს.
კახი კალაძე ონკოლოგიურ საავადმყოფოს 5 სექტემბერს, 11:00 საათზე ეწვევა.