3 სექტემბერს მცხეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები საგურამოს ბავშვთა სახლს ეწვივნენ. მათ მზრუნველობამოკლებული ბავშვები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს.
სასწავლო წლის მოახლეობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ საგურამოს ბავშთა სახლის აღსაზრდელებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.
`ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა სახლის ბინადრებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ, _ განაცხადა მცხეთის რაიონულმა პროკურორმა ლ. სალიამ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის კომპიუტერები გვეჩუქებინა. კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება მოზარდებს მომავალში უსათუოდ დაეხმარება~.
საქველმოქმედო აქცია პროექტ "საზოგადოებრივი პროკურატურის" ინიციატივით განხორციელდა. პროექტი საქართველოში 2006 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროკურატურის ანგარიშვალდებულებისა და გამჭირვალობის გაზრდა, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის ორგანოების მუშაობის ეფექტურობის უზრუნველყოფა, პროკურატურის მიერ საზოგადოების მოთხოვნების და პრობლემების გათვალისწინება, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.