ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანის საჯარო სკოლაში სასაწვლო პროცესი განახლდება. საჯარო სკოლა 15 სექტემბერს გაიხსნება და 150 მოსწავლეს მიიღებს.
ამ ეტაპზე სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელის სასაწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
"მირზაანის სკოლამ ოპტიმიზაციის შედეგად ოთხი წლის წინ ფუნქციონირება შეწყვიტა.ამ სასწავლო წელს მუშაობას უკვე საჯარო სკოლის სტატუსით განაახლებს,"-განაცხადა დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინე მეხრიშვილმა.
უნდა აღინიშნოს, რომ მირზაანი მსოფლიოში ცნობილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის მშობლიური სოფელია. ამ სოფელშია მისი სახლ-მუზემიც.