მექსიკის ყურეში კომპანია "მარინერ ენერჯი ინკის" ნავთობისა და გაზის მომპოვებელი პლატფორმა იწვის, თუმცა ნავთობის გაჟონვაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. პლატფორმაზე ხანძრის გაჩენის დროისთვის მყოფი 13 მუშის გადარჩენა მოხერხდა, მხოლოდ ერთი დაშავდა.
არ ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, პლატფორმა ბურღვით სამუშაოს აწარმოებდა თუ მოპოვებითს. ხანძრის გაჩენის ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციები 5 პროცენტით დაეცა.