"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოდის, მეორე ტურთან დაკავშირებით ოპოზიციის საინიციატივო ჯგუფი შეიქმნას.
ბაქრაძის თქმით, მნიშნველოვანია პარტიებს შორის არსებული განსხავავებები გვერდით გადაიდოს და სალომე ზურაბიშვილის დასამარცხებლად გაერთიანდნენ.
„გუშინ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა და ამომრჩეველმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა საკუთარი ნება. მათ უარი უთხრეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას და უარი უთხრეს იმ უკუსვლის გაგრძელებას, რომელიც ქვეყანას მოუტანა ივანიშვილის გუნდმა. ამიტომ გუშინდელი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა გაერთიანებული ოპოზიციის და მისი კანდიდატის მაგრამ ასევე თითოეული ოპოზიციური კანდიდატის ვალდებულებაა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ბოლომდე ავსახოთ ჩვენი ხალხის და ამომრჩევლის ნება უკვე მეორე ტურის შედეგებში. გამოვდივარ ინიციატივით, მეორე ტურის უკეთ მოსამზადებლად, შეიქმნას ოპოზიციური პარტიების მეორე ტურის საკოორდინაციო შტაბი სადაც ყველა ერთად ვიმუშავებთ კოორდინირებულად მეორე ტურის მომზადების და გამარჯვებისთვის,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება გუშინ აღიარა.