ეს ორი პარტია ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობაზე“ .
კახა კალაძის განცხადებით, წლების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების მიერ გამოქვეყნებული საარჩევნო კვლევები და ეგზიტპოლის შედეგები, რეალური შედეგისგან ყოველთვის განსხვავდებოდა.
„თუ გადავხედავთ წლების განმავლობაში ამ პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლებს, საარჩევნო კვლევებს, რეალური შედეგი ყოველთვის დგებოდა სხვა. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ და ვივარაუდოთ, რომ ეს არის გაყალბებული, იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში, ყოველთვის არჩევნების პროცესში წარმოდგენილი კვლევებისა და ეგზიტპოლის შედეგებისგან განსხვავებული იყო საბოლოო შედეგი, გადაწყვეტილება, რასაც ხალხი იღებდა. ანუ - ეს ორივე პარტია წარმოადგენს ერთ დიდ „ნაციონალურ მოძრაობას“, უხეშად რომ არ გამომივიდეს და ყველასთვის გასაგები იყოს, ერთი გამხმარი ხის ორი ტოტია“, – განაცხადა კახა კალაძემ.