მექსიკის შტატ ტამაულიპასში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა სხვადასხვა ნარკოკარტელებთან დაკავშირებული 27 ნარკოდილერი მოკლეს. ამის შესახებ მექსიკის პოლიციაზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" იუწყება.
სპეცოპერაციის შედეგად პოლიციელებმა 3 გატაცებული ადამიანი გაათავისუფლეს, რომელთა სანაცვლოდაც ნარკოდილერები გარკვეულ თანხას ითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორმხრივი სროლების შედეგად მხოლოდ 2 მექსიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ცნობისათვის, მექსკიაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ შეტაკებების შედეგად 28,000 ადამიანი დაიღუპა, რის შემდეგაც 2006 წელს, ქვეყნის პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ფედერალურ პოლიციასა და არმიას ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლა დაავალა.