საგარეჯოს მე-11 ოლქის 45-ე საარჩევნო უბანზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო მაგიდებზე გაშლილი იყო სუფრა.
კენჭისყრის მიმდინარეობისას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები სადილობდნენ. კომისიის წევრებმა დამკვირვებლის გამოჩენისთანავე სუფრას მუყაოს ყუთი გადააფარეს.