აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამიას ინციატივით, სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახების შვილები აჭარაში დაისვენებენ. კერძოდ კი, ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახის შვილები კვარიათში სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ.
"ფოცხო-ეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ მოვიძიე გარკვეული რესურები და ფოცხო-ეწერიდან 10 ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე კვარიათში დაისვენებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ დღეს მარტვილში ჟურნალისტებთან საუბარში.
მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ბავშვებს სხვა კომპაქტური ჩასახლებებიდანაც შეარჩევენ და 5 სექტემბერს აჭარაში სულ 25 ბავშვი გაემგზავრება.
გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს 30 აგვსიტოს ეწვია და წალენჯიხის, ფოცხო-ეწერის, მარტვილისა და ჩხოროწყუს კომპაქური ჩასახლებები მოინახულა. აქვე დევნილებს უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ და უფასოდ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარებები გადაეცათ.