ხვალ, 3 სექტემბერს, 10:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია მოეწყობა.
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაა და ბიომრავალფეროვნების დაცვას იწყებს. 7-წლიანი პროექტი დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსურ მდგრადობას შეუწყობს ხელს.
გაეროს განვითარების პროგრამაში განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად დაცული ტერიტორიების სისტემამ საკმარისი და სტაბილური შემოსავლების უზრუნველოყოფა უნდა შეძლოს. გარდა ამისა, გაუმჯობესდება მისი მართვა და გაიზრდება ფინანსური და მენეჯერული შესაძლებლობები.
ინიციატივა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდთან თანამშრომლობით განხორციელდება.
პროგრამის ბიუჯეტი 5.5 მილიონ აშშ დოლარია.