ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი 10 მილიონ რუბლს ჰპირდება იმას, ვინც ბოევიკების მეთაურების ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, კადიროვი 10 მილიონი რუბლის გადახდას ე. წ. ბანდდაჯგუფების მეთაურების - ზაურბეკ ავდორხაბოვის, ასლანბეკ ვადალოვის, მახრანისა და რახმანის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციაში იხდის.
"ნებისმიერს, ვისაც ამ ბანდიტების შესახებ ინფორმაცია აქვს, შეუძლია მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ჯილდოს სახით ინფორმატორს 10 მილიონ რუბლს გავცემთ", - განაცხადა კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის მოდგილეებთან, მაგომედომ დაუდოვიმთან და ხალიდომ ვაიხანოვთან შეხვედრის დროს.