"თელასის" გადამცემ ხაზზე "დიღომი-35" სარემონტო სამუშაოს ჩატარების გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს 3 სექტემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
შეზღუდვები შეეხება აგრარული უნივერსიტეტის დასახლების და აგრარული უნივერსიტეტის საცდელი მეურნეობის დასახლების მაცხოვრებლებს, აგრარულ უნივერსიტეტს, ავჭალის ბავშვთა კოლონიას.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.