დღეს, 14:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრი ვერა ქობალია მორიგი საპრივატიზაციო ობიექტის პრეზენტაციას გამართავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "რკინაბეტონის შპალის ქარხნას" ყიდის. ქარხნის გაყიდვას სამინისტრო 9 სექტემბრისათვის დაგეგმილ აუქციონზე გეგმავს.
ობიექტის საწყისი ღირებულება 6,8 მლნ დოლარია. საწარმოს ყველა სახის რკინაბეტონის დამზადება შეუძლია და შესაბამისად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 9 სექტემბრისათვის დაგეგმილ აუქციონზე კარდ ვაჭრობასაც მოელიან.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საწარმოთა მართვის საგენტოში განუცხადეს, "რკინაბეტონის შპალის ქარხნას" "საქართველოს რკინიგზის" კრედიტორული დავალიანება გააჩნდა, თუმცა მთავროვამ საწარმოს "საქართველოს რკინიგზის" წინაშე არსებული კრედიტორული დავალიანება მთლიანად ჩამოაწერა.