აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რვა თვის ბიუჯეტი თითქმის 3 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, 2010 წლის რვა თვის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 77 მლნ. 18 ათას 800 ლარი იყო, თუმცა იანვარ-აგვისტოში ბიუჯეტში 79 მლნ. 240 ათას 200 ლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ რვა თვის გეგმა 2,9 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
რვა თვის მონაცემების მიხედვით, აჭარის ბიუჯეტის შემოსავლებში და სხვა შემოსავლებში ზრდა დაფიქსირდა. განსხვავებული ვითარებაა არაფინანსური აქტივების გეგმის შესრულების კუთხით. სამინისტროს ინფორმაციით, არაფინანსური აქტივები მხოლოდ 92,7 %-ითაა შესრულებული.
აჭარის 6 მუნიციპალური ერთეულიდან ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულება 5 მუნიციპალიტეტმა მოახერხა, თუმცა ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის შესრულება ტრადიციულად ვერ შეძლო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მხოლოდ 92,7 %-ითაა შესრულებილი.