ყახაზეთი-აზერბაიჯანი-საქართველოს ენერგეტიკული დერეფნით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება 10 მლნ. ტონიდან 20 მლნ. ტონამდე გაიზრდება.
აღნიშნული საკითხი მხარეებმა თბილისში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრისას იქნა განხილული.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტის როვნაგ აბდულაევის განმარტებით, თავის მხრივ აზერბაიჯანი მზადაა რკინიგზის განვითარებისათვის 1 მლრდ. დოლარის ინვესტიცია გახორციელოს. რაც ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.