სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ირანის ელჩს საქართველოში მაჯიდ საბერს შეხვდა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ირანის ელჩმა სოფლის მეურნეობის მეურნეობის სფეროში სამომავლო თანამშრომობის გეგმები განიხილეს.
შეხვედრას ირანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ბაკურ კვეზერელმა და მაჯიდ საბერმა შეხვედრისას ისეთი საკითხებიც განიხილეს როგორებიცაა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაფასოება, სასათბურე მეურნეობების მშენებლობა, ხილის ექსპორტი, მეცხოველეობის განვითარება, ხორცის წარმოება და ხორცკომბინატის მშენებლობა.
მინისტრისა და ელჩის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ირანული ხორბლის იმპორტიც საკითხი განიხილეს.
საქართველოში სტუმრად მყოფი ირანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სახელმწიფო სტრუქტურების გარდა კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან, სადაც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის დარგში მჭიდრო თანამშრომლობას განიხილავენ.
ბოლო პერიოდში ირანი საქართველოში მეცხოველეობით დაინტერესდა და წელს ირანში 14 ათასი ცხვარის უკვე გაყვანილია და წლის ბოლომდე ცხვრის დამატებითი პარტიის ექსპორტიც იგეგმება.