დაღესტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მახაჩკალის ცენტში ერთი ბოევიკი მოკლეს, რომელმაც მილიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" დაღესტანის შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, მოკლული მახაჩკალაში მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის მებრძოლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და მისი ლიკვიდაცია "ცხელ კვალზე" მოხდა.
"იგი მიკრორაიონ "სეპარატორნიში" იმალებოდა. დახლებით, 00:15 საათზე სამართალდამცველებმა მის კვალს მიაგნეს, რომელიც საზოგადოებრივ ტუალეტში იქნა ბლოკირებული" , - აცხადებენ დაღესტანის შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, ბოევიკმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაწია და მილიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა და საპასუხო სროლის დროს დაიღუპა.