დღეს, 2 სექტემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი საგანმანათლებლო პროგრამის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" _ ფარგლებში ჩამოსულ, უცხოელ პედაგოგთა მორიგ ჯგუფს სამინისტროში მიიღებს. შაშკინი მათთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრებს.
ამერიკიდან, კანადიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ავსტრალიიდან ჩამოსული 92 ინგლისური ენის პედაგოგი, ტრენინგების გავლის შემდეგ, იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. ახალი სასწავლო წლიდან კი, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.