"თელასის" რამდენიმე სატრანსფორმატორო ქვესადგურში ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 2 და 3 სექტემბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, დიდუბისა და კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
2 სექტემბერს დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება შეეზღუდება აღმაშენებლის ხეივანს (ნაწილობივ), ტრავმატოლოგიის ცენტრს და ბავშვთა II საავადმყოფოს, ხოლო კრწანისის რაიონში ორბელიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
3 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება რობაქიძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.