3 სექტემებერს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება ლაშა ბუღაძის პიესა "სანამ მთავარ გმირს ეძინა".
მთავარ როლს (მიწვევით) კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, კინომსახიობთა თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი განასახიერებს.
სპექტაკლის რეჟჯისორი დოქტორანტი ირაკლი გოგია.
სპექტაკლი 4 და 5 სექტემბერსაც იქნება წარმოდგენილი.