ონის რაიონის სოფელ გლოლაში მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მისი განახლების საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ონის რაიონის გამგებელმა ვალერიან გობეჯიშვილმა განუცხადა.
"ამ დროისთვის ხანძრის კერები ლოკალიზებულია, თუმცა ქარის გამო ცეცხლის თავიდან გაჩენის საფრთხე ამ დრომდე რჩება. შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები კვლავ მორიგეობენ და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებები ხვალაც გარძელდება", - აღნიშნა გობეჯიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გლოლის ტყეში ხანძარი 31 აგვისტოს გაჩნდა და ცეცხლი 5-6 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იყო მოდებული.