7 სექტემებერს, საქართველოში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი ჩამოვა. მასთან ერთად, საქართველოს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯეიმს პერი, მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი და საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ეწვევიან. ამის შესახებ World Leaders Travel იუწყება.
აღნიშნული ვიზიტი მსოფლიო ლიდერების მე-5 სიმპოზიუმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და აზებაიჯანის ახალგაზრდა ლიდერები მიიღებენ. ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად სად ჩავლენ ყოფილი მსოფლიო ლიდერები ბათუმში თუ თბილისში. საქართველოს შემდეგ უცხოელი სტუმრები აზერბაიჯანში გაემგზავრებიან.
აღნიშნული სიმპოზიუმი სექტემბერში იმართება. სიმპოზიუმის ფარგლებში დაგეგმილი ლიდერების მოგზაურობა მოსკოვში დაიწყო და სტამბულში დასრულდება.