რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ემბარგო ნაწილობრივ მოხსნა. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აკრძალვა მოიხსნა, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, საერთაშორისო შეთანხმებებზე და მთელ რიგ შემთხვევებზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ემბარგო ოფიციალურად 15 აგვისტოს დაიწყო და ის ძალაში 2010 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.
რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე აკრძალვა მსოფლიო ბაზარზე შექმნილი დეფიციტის გამო მიიღო, მით უმეტეს რომ ქვეყანაში წელს ხორბლის მოსავალი საგრძნობლად შემცირადა.