"საქართველოს ლეიბორისტული პარტია" ალექსანდრე კვიტაშვილის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დანიშვნას აპროტესტებენ. შესაბამისი განცხადება დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ გააკეთა.
მისი თქმით, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ახალ პოსტზე დამტკიცება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურებას გამოიწვევს.
"ჩვენი ქვეყნის ბედისწერა სააკაშვილმა დახურა, გააუქმა და გაყიდა ათასობით საგანმანათლებლო კერები. პრაქტიკულად განადგურებული დედა უნივერსიტეტის რექტორად დანიშნა გაუნათლებელი და სექტანტი ალექსანდრე კვიტაშვილი, რაც საბოლოოდ დასამარებას ნიშნავს ერთ დროს ცოდნის ტაძრად წოდებული დედა უნივერსიტეტისა", - განაცხადა გუგავამ.
"ლეიბორისტები" სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოსვლისაკენ მოუწოდებენ.