ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, სამინისტროსთან მოშიმშილე დევნილები რეგიონში ჩასახლებაზე დაითანხმეს.
როგორც ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სუბელიანმა განუცხადა, შიმშილობის აქციაში მონაწილე დევნილებს სოფელ ფოცხოვში, სენაკში, აბაშასა და ფოთში ჩაასახლებენ.
"დევნილებთან მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ მათ უზრუნველვყოფთ ყველა საცხოვრებელი პირობით, რის შემდეგაც ისინი დაგვთანხმდნენ რეგიონებში ჩასახლებაზე და შიმშილობის აქცია შეწყვიტეს. აღნიშნული პირები უკვე გადავიყვანეთ რეგიონებში", - განაცხადა სუბელიანმა.