დღეს, 1 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5 კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 16 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000%-ით, მაქსიმალური 11.420%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.840%-ით განისაზღვრა.