საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ სტამბულის საპატიმროში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კალანდაძემ განუცხადა, აღნიშნული საქართველოს საკონსულოს საშუალებით უკვე გადამოწმებულია და დადასტურებულია, თუმცა რას უკავშირდება საქართველოს მოქალაქის მიერ თავის ჩამოხჩობა ჯერჯერობით უცნობია.
"საქართველის შსს-ს თურქეთის შსს-სთან კავშირი უკვე დამყარებული აქვს. საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯეორბით უცნობია, როგორც გარდაცვალების მიზეზები, ასევე მისი დაკავების მიზეზიც", _ აღნიშნა კალანდაძემ.
მისივე თქმით, გარდაცვლილის ოჯახს ინფორმაციას საქართველოს შსს მიაწვდის.