"თელასის" რამდენიმე სატრანსფორმატორო ქვესადგურში ჩასატარებელი პროფილაქტიკური სამუშაოს გამო 2 და 3 სექტემბერს 10 საათიდან 16 საათამდე დიდუბისა და კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
2 სექტემბერს დიდუბის რაიონში ელექტრომომარაგება შეეზღუდება აღმაშენებლის ხეივანს (ნაწილობივ), ტრავმატოლოგიის ცენტრს და ბავშვთა II საავადმყოფოს, ხოლო კრწანისის რაიონში ორბელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს. 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება რობაქიძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.