ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად ითამაშა. საქართველოს პირველი ჩოგანი ATP 500-ის სერიის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს დაუპირისპირდა.
ნახევარფინალურ ეტაპზე ნიკოლოზმა ბრიტანელი კაილ ედმუნდი (16) ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა. მატჩი საათი და 40 წუთი გაგრძელდა.
ფინალური შეხვედრის პირველ სეტში ნიკოლოზმა მეტოქე 6-4 დაამარცხა, მეორე სეტში გულშემატკივარმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. საბოლოოდ, ქართველმა ორ სეტში, 6:4, 6:4 მოიგო.
აღსანიშნავია, რომ დუელის წინ სამხრეთამერიკელს დიდი უპირატესობა ჰქონდა, ვინაიდან ფინალში უბრძოლველად გააღწია. დელ პოტროს იტალიელი მეტოქე ფაბიო ფონინი ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა.
აქამდე, ბასილაშვილისა და დელ პოტროს გზები მხოლოდ ერთხელ გადაიკვეთა: 2017 წლის მასტერსზე, პეკინში, არგენტინელმა სამ სეტში, 6:2, 3:6, 6:4 გაიმარჯვა.
წყარო: adjarasport