საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანაში ინფლაციის ზრდის საშიშროებაა. როგორც ნიკა გილაურმა განაცხადა, ინფლაციის ზრდის ტემპი უკვე სახეზეა.
"ინფლაციის ზრდის ტემპი აშკარაა, რაც გამოწვეულია საერთასშორისო ბაზრებზე სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდით. რეალურად მოხდა ის, რომ ჩვენ რუსეთის ბაზარი დავკარგეთ რადგან ქვეყანამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა", _ განაცხადა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტის აღმოსაფხვრელად მთავრობა ინტენსიურად მუშაობს და უკვე შემუშავებულია ხორბლის ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ქვეყანაში კულტურის მოსავლიანობას გაზრდის.
"ეხლა ვიწყებთ ახალი კარგი თესლის შემოტანას, რომელიც ფერმერებს დაურიგდებათ. ვმუშაობთ ბაზრის დივერსიფიკაციაზეც და ის ფასები რაც დღეს არის არის ინფლაციური. ქვეყანაში იყო გარკვეული პანუკური ფასები, თუმცა მდგომარეობა სტაბილურდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.