სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯგუფმა ტერტერის რაიონის სოფელ ჩაილის მიდამოებში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე თავდასხმა სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მიერ თავდასხმის ჯეროვანი მოგერიების შედეგად სომხურმა მხარემ სამი ჯარისკაცი დაკარგა. კიდევ რამდენიმე სამხედრო დაიჭრა. აღნიშნული ინცინდენტის შესახებ დაიღუპა სამი აზერბაიჯანელი სამხედრო.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უთანხმოება მთიანი ყარაბაღის ირგვლივ 1988 წელს დაიწყო. მთიან ყარაბაღსა და მისი კუთვნილი რაიონების 20 პროცენტზე კონტროლს ამჟამად სომხური მხარე ახორციელებს.