საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, კახა კალაძე გუშინ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი საათით ადრე, "მილანიდან" "ჯენოაში" გადავიდა. აღნიშნული ინფორმაცია გენუური კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.
ამ დროისთვის უცნობია განხორციელებული ტრანსფერის ღირებულება. კალაძე გენუაში 2 წლის განმავლობაში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე მილანში 9,5 წელი თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა მცველმა თითქმის ყველა ევროპული და იტალიური საკლუბო ჯილდო მოიგო. კალაძის ანგარიშზე მილანის მაისურით გატანილი 12 გოლია. საქართველოს ნაკრების კაპიტანი "მილანში" კიევის "დინამოდან" გადავიდა.