საქართვლოს პრეზიდენტმა ონლაინრეჟიმში აჭარის მთავრობის მეთაურისგან რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ლევან ვარშალომიძე პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის შეხვედრას ონლაინრეჟიმში ჩაერთო. მისი თქმით, დღეისათვის აჭარაში ერთი ტომარა ფქვილი 47-48 ლარი ღირს. ვარშალომიძე ამბობს, რომ ხორბალზე ფასების ზრდამ პროდუქციის გაძვირებაც გამოწვია.
"დღეისათვის აჭარაში ერთი ტომარა ფქვილი 47-48 ლარი ღირს. ხორბალზე ფასების ზრდამ პროდუქციის გაძვირებაც გამოწვია", _ განაცხადა ვარშალომიძემ და აღნიშნა, რომ რეგიონში პროდუქციის ფასი დახალოებით 15 %-მდე გაძვირდა.