პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 30 % ით გაიზრადა, _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე. პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენიაში ნიკა გილაურისა და ბაკურ კვეზერელისგან ფასების ზრდის ტემპის შეჩერებისა და ხორბლის მოსავლის ზრდის გეგმები მოისმინა.
"ხორბალი არის ინდიკატორი და ცხადია მან გავლენა მოახდინა მეცხოველებისა და მეფრინველეობის პრიდქტებზე ფასები ზრდაზე. მინდა ვთქვა რომ პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 30 % ითაა გაზრდილი", _ კვეზერელმა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ფერმერებს ამერიკული ხორბალი განვადებით დაურიგდებათ რაც ფერმერს ხორბლის მეტი მოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.
"ხორბალი არის ინდიკატორი და ცხადია მან გავლენა მოახდინა მეცხოველებისა და მეფრინველეობის პრიდქტებზე ფასები ზრდაზე. მინდა ვთქვა რომ პროდუქციაზე ფასები დაახლოებით 30 % ითაა გაზრდილი", _ განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
გილაურის განცხადებით, ფასები სტაბოლიზაციისკენ მიდის და პანიკა აღარ არის.
"თუ ახალი შემომტანები ვიშოვეთ ბაზარზე ფასები დასტაბელურდება. ზრდა შეჩერებული მთლად არ არის, მაგრამ სტაბილიზაციისკენ მივდივართ. ბაზარზე ფასების გარკვეული პანიკური ზრდა იყო, თუმცა კონკურენციამ ფასების კორექტირება მოახდინა და შემცირებაც დაიწყო", _ განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს თეორიულად საკუთარი მოთხოვნის ხორბლის მოყვანა შეუძლია.
შეხვედრაზე რამოდენიმე გუბერნატორი ონლაინრეჟიმში ჩაერთო და პრეზიდენტს რეგიონში არსებული ვითარება გაცნო.