დღეს, 1-ელ სექტემბერს, 18:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინიტრაციული შენობის (გორგასლის ქ. 24) გახსნის ცერემონია გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები.