დღეს, 1-ელ სექტემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 14,5 მლნ დოლარად ბათუმში, თამარის დასახლებაში, ბათუმის ნავთობაგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობების გაყიდვას შეეცდება.
როგორც სამინისტროს ვებგვერზეა განმარტებული, იყიდება თამარის დასახლებაში, ბათუმის ნავთობაგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობები: 01-ფარდული, 02-ტუალეტი, 03-სატუმბო ფარდული, 04-ადმინისტრაციული, 05-სატრანსფორმატორო, 06-სატუმბო სადგური, 07-სასადილო, 08-ავტოჩამომსხმელი წერტილი, 09-საოპერატორო (გაუქმებული), 10-ადმინისტრაციული საოპერატორო, 11-სატუმბო ფარდული, 12-სატუმბო ფარდული, 13-სატუმბო ფარდული, 14-საწყობ-სახელოსნო, 15-სატრანსფორმატორო, 16-ფარდული, 17-სატუმბო ფარდული, 18-ტუალეტი, 19-სატუმბო ფარდული (გაუქმებული), 20-საოპერატორო, 21-ნავთობდამჭერი რეზერვუარები, 1-დან 46-ის ჩათვლით ნავთობის რეზერვუარები, 47-ე ტექნიკური წყლის რეზერვუარი და მათზე დამაგრებული 232607 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი (საერთო ფართი-948,9 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 1541 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი №1-საოპერაციო, №2-სატრანსფორმატორო, №3-სატუმბი ფარდული, №4-ნავთობდამჭერი, №5-ნავთობდამჭერი და მათზე დამაგრებული 14943 კვ.მ. მიწის ფართი; შენობა-ნაგებობი №1-ფარდული, №2-საოპერაციო ესტაკადა და მათზე დამაგრებული 4470 კვ.მ. მიწის ფართი; 987 კვ.მ. მიწის ფართი; №1 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართი - 174,80 კვ.მ.) და მასზე დამაგრებული 40500 კვ.მ. მიწის ფართი; 3585 კვ.მ. მიწის ფართი; ტექნიკური წყლის მილსადენი (სიგრძე 4455,46 მ; ხაზოვანი ნაგებობა კაშხალი (სიგრძე 409 მ.) რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე 214,99 მ); მილსადენი (სიგრძე 7655,19 მ.); რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე 904,5 მ); მილსადენი (ნავთობსადენები: 1. დიამეტრი-250მმ. სიგრძე-1259,4 მეტრი(ნავთობის); 2. დიამეტრი-300მმ. სიგრძე-2283.2 მეტრი(ბენზინის); 3. დიამეტრი-300მმ. სიგრძე-3478,4 მეტრი(ნავთობის)), სიგრძე-7021 მ; რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე-185 მ.); რკინიგზის ესტაკადა (სიგრძე-185 მ.).
აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია საპრივატიზებო თანხის 50%-ის აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი 50%-ის 2010 წლის 1-ელ დეკემრამდე უნდა გადაიხადოს.
მფლობელმა იმავდროულად ოქმი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოს შეძენილი ქონების შეუზღუდავი ექსპლუატაცია არსებული სტანდარტებისა და წესის შესაბამისად. ამასთან, არ იქნას გამოყენებული დისკრიმინაციული პოლიტიკა რეგიონში არსებული მომხმარებლების მიმართ.