დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან, ალექსანდრე კვიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია.
აკადემიური საბჭოს წევრების განცხადებით, მათ კვიტაშვილის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
როგორც ცნობილია, ალექსანდრე კვიტაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან დღეს გადადგა.