დღეიდან, 1-ლი სექტემბრიდან, სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების რეგიონებისა და თბილისის სკოლებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყება. წიგნების ჩატვირთვის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრება.
რესურსცენტრების წარმომადგენლებისა და საჯარო სკოლების დირექტორთა მიერ სახელმძღვანელოების გატანა ბელიაშვილის ქუჩის #5-ში მდებარე მანეჟიდან, 1-ლი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ორგანიზებულად განხორციელდება. წიგნები ყველა რეგიონის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მათ მოსწავლეები თავიანთ სკოლებში მიიღებენ.