რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.