ხვალ, 1-ელ სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დედაქალაქში გაგრძელდება. საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-საჯარო განხილვის კომისიის შეხვედრა 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იგეგმება. მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრება.
14:00 საათზევე, საკონსტიტუციო კომისიის ნაწილის შეხვედრა გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან. აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პარლამენტში იგეგმება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტი საშემოდგომო სესიიდან შეუდგება, რომელიც 7 სექტემბერს გაიხსნება.