16 ოქტომბერს თელავში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "ქება ვაზისა" განახლდება. 23 ოქტომბრამდე ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში შვიდი კონცერტი გაიმართება. "ქება ვაზისა" 80-იან წლებში გამოჩენილმა მუსიკოსმა ელისო ვირსალაძემ დაარსა.
F
ფესტივალზე შესრულდება კლასიკური, თანამედროვე და ქართული მუსიკა.იგეგმება ახალი ნაწარმოების პრემიერაც. გამოჩენილი მუსიკოსები ქართველ სტუდენტებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ.
თელავში მოწვეულები არიან სახელგანთქმული მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან -გერმანიიდან, შვეიცარიიდან, იაპონიიდან, რუსეთიდან.
განახლებული ფესტივალის ორგანიზატორია კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი.