დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს საკუთარი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას სთხოვს. ეს განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს სესიაზე გიორგი ტუღუშის მიერ ციხეების მონახულების შემდეგ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
"მინდა, შევეხმიანო სახალხო დამცველის გამოსვლას. მან დაადასტურა, რომ ციხეები გადატვირთულია. მაგრამ იქვე თქვა, რომ გადატვირთულობა მრავალ ქვეყანას აწუხებს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად საკნებში საწოლები უნდა ჩაიდგას. ასეთი მიდგომა მიუღებელია და ასეთი რეკომენდაცია შეიძლება ბორტგამცილებლებსაც მივცეთ, რომ მატარებლებში
საწოლები ჩადგან,~ - აცხადებს ლორთქიფანიძე და დასძენს, რომ სახალხო დამცველს ასეთი განცხადებების გაკეთება არ ეპატიება.
ამასთან იგი ტუღუშს მოუწოდებს, რომ საკუთარი მოვალეობა სათანადოდ შეასრულოს.
`რამდენიმე დღის წინ ვიყავი ქსანში, სადაც 49 პატიმარი უმძიმეს მდგომარეობაშია ჯანმრთელობის მდგომაროების მხრივ და მათთვის სასჯელის გადავადება აუცილებელია. ეს კი სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს,~ - აცხადებს ლორთქიფანიძე.
ამასთან, იგი აცხადებს, რომ არ უნდა, სახალხო დამცველმა მისი ეს განცხადება დაპირისპირებად აღიქვას, მაგრამ მოუწოდებს, მოინახულოს ქსნის ციხე და ნახოს, 422 ადგილზე 700-ზე მეტი პატიმარი როგორ იხდის სასჯელს და ნახოს, მათი ასეთი მდგომარეობა სიცოცხლის ლეტალურად დასრულების საფუძველი რომ ხდება..
პარლამენტის თავმჯდომარე კი ურჩევს, რომ სახალხო დამცველს ამ განცხადებით ოფიციაღურად მიმართოს.