საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, მაღალი წნევის 700მმ-იან გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, 1-ელ სექტემბერს, 08:00 საათზე, გაზმომარაგება შეუწყდება შპს "ენერგოკავშირს" (მუხიანი), შპს "ვარკეთილაირს" (ვარკეთილი) და შპს "ყამარს" (თემქის ნაწილი).
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სარეაბილიტაცია სამუშაოს იმავე დღეს დაასრულებს და მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება 18:00 საათზე განახლდება.