გუშინდელ აქციაზე დაკავებულის პროცესზე ზაზა სარალიძე მივიდა
გუშინ, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე დაკავებული პირის, გიორგი ფანჯავიძის სასამართლო პროცესზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ჟურნალისტ ელისო კილაძესთან ერთად მივიდა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გუშინ ორი პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გიორგი ფანჯავიძეა, რომელიც გუშინდელ აქციას უძღვებოდა. დაკავებას აქციაზე ხმაური მოჰყვა.
პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამის მანძილზე პოლიციელთა განსაკუთრებული მობილიზება იყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ, ფანჯავიძის წინააღმდეგ კი კიდევ ერთი მუხლით აღიძრა საქმე, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.