გურამ თუშიშვილი (+100) ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
ბაქოში მიმდინარე ჩემპიონატზე ქართველი სპოტსმენი აზრებაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა.
თუშიშვილმა მეოთხედფინალში ჰოლანდიელ როი მეიერს დამატებით დროში სძლია, ნახევარფინალში კი, მონღოლ დურენბაიარ ულზიბაიარს მოუგო.
ეს მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველი ოქროს მედალია.