"თელასის" ქვესადგურ `დინამოში" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 2 სექტემბერს 02 საათიდან 05 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირებს (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, ჩიტაიას, გოგი დოლიძის, ჩუბინაშვილის, ცაბაძის, ფიროსმანის, კონსტიტუციის, გოგოლისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.