აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია წალენჯიხის რაიონში მცხოვრებ დევნილებს ხვდება. იგი წალენჯიხას დღეს ესტუმრა და დილიდან რაიონში ჩასახლებულ დევნილებთან მართავს შეხვედრებს და მათ პრობლემებს ადგილზე ეცნობა.
მთავრობის თავმჯდომარის სტუმრობის პარალელურად წალენჯიხაში აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დევნილი მოსახლეობის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს. გამოკვლევის შემდეგ პაციენტებს საჭირო მედიკამენტები უფასოდ ურიგდებათ. ყველა დევნილი კი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს.
როგორც გიორგი ბარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დევნილთან სტუმრობა და პრობლემების ადგილზე გაცნობა, რადგან მთავრობის თავმჯდომარის აზრით, ყველა პრობლემა ადგილზევე უნდა გადაიჭრას.